სკოლა
სკოლა, ზოგადად, არის დაწესებულება სადაც მოსწავლეები სწავლობენ მასწავლებლებისგან. უფრო კონკრეტულად სკოლა შეიძლება აღნიშნავდეს საშუალო სკოლას, ასევე რაიმე სპეციალიზირებულ სასწავლო დაწესებულებას, ან უმაღლეს სასწავლებელს.
სხვა მნიშვნელობით სკოლა არის მეცნიერული, სასწავლო საგანმანათლებლო, ან შემოქმედებითი მოღვაწეობის, საშუალებების, რესურსების ერთობლიობა. მგ. საბჭოთა კავშირის ფიზიკის სკოლა, ან გერმანული ექსპრესიონიზმის სკოლა.
იმ ადგილზე სადაც ახლა სკოლაა, 70 წლის წინ მხოლოდ ქოხები იყო, რომელშიც ქარხნის მუშები ცხოვრობდნენ. რეპრესიების პერიოდში 1937 წელს მუშების შვილებისათვის ქოხების ადგილზე ააშენეს დიდი ოთხსართულიანი წითელი აგურის შენობა. ეს იყო 31-ე ვაჟთა სასწავლებელი.
1954 წელს ვაჟთა 31-ე და ქალთა 49-ე სკოლები შეერთდნენ და დაარსდა ერთი 72-ე სკოლა.
დიდი სამამულო ომის წლებში საგანმანათლებლო სასწავლებელი გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტლად, სადაც ექიმებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც მუშაობდნენ.
72-ე საჯარო სკოლა დიდი ტრადიციების მქონეა.
ორმოც წელზე მეტია სკოლა მეგობრობს იტალიელ ყოფილ პარტიზან-გარიბალდელებთან.
1999 წელს, როდესაც მსოფლიო აღნიშნავდა დიდი რუსი პოეტის ა.ს. პუშკინის დაბადებიდან 200 წლისთავს, სკოლას მიენიჭა ა.ს. პუშკინის სახელი. ამავე წელს გავხდით ლაურეატები და მოგვენიჭა “ქალაქის საუკეთესო სკოლის წოდება”.
სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგი მოსწავლე უკან ბრუნდება და იწყებს პედაგოგად მუშაობას, ნაწილი საზღვარგარეთ მიდის და იქ აგრძელებს ცხოვრებას. გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, საბერძნეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი - ეს არის არასრული სია იმ ქვეყნებისა სადაც აქედან წასული მოსწავლეები მოღვაწეობენ.სკოლაში ყოველთვის ტარდებოდა დიდი შიდასასკოლო სამუშაოები. იმართება მრავალი ღონისძიება: ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები, სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან და სხვა.
ამჟამად სკოლაში ცამეტი ეროვნების მოსწავლე სწავლობს. მათი მეგობრობა ერთა შორის ძმობისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენთვის ყველაზე უკეთ არის ცნობილი ეროვნულ უმცირესობათა პრობლემები და საჭიროებები.












