ტურიზმის სახეობები საქართველოში
რაფტინგი მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებას გულისხმობს. სახელწოდება წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან "რაფტ" (დინება), ძველქართულად მას "წყალჯომარდობა" ჰქვია. იგი პოპულარული გახდა ევროპაში 80-იანი წლებიდან.
რაფტინგი გარკვეულ ფიზიკურ მომზადებასა და ცურვის ელემენტარულ ცოდნას მოითხოვს. მასში, როგორც წესი, 4-დან 12-მდე ადამიანი მონაწილეობს. ნავები რეზინის ქსოვილისაგანაა, რომელთა სიგრძე 3,5მ დან 6 მ-მდეა, სიგანე კი 1,8 მ-დან 2,5 მ-მდე. ნავები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. რაფტინგით ინტერესდებიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები. მდინარეები, რომლებზეც ხდება დაშვება, ერთმანეთისგან სიძნელის შკალით განსხვავდება. საქართველოში მდინარეების ნორმალური სირთულე 2-2,5 ბალია, ხოლო მაქსიმალური-6. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია ფასანაურიდან მთიულეთის არაგვზე, მაღაროს წყლიდან ფშავის არაგვზე(2,5), ასევე რიონზე, მტკვარზე და ვაშლოვანის ნაკრძალში ალაზანზე დაშვება.
მდინარეზე დაშვებისას ადამიანს განსაკუთრებული და საოცარი გრძნობა ეუფლება, შეიგრძნოს ბუნების სილამაზე და მისი ენერგია. Aაქ ადამიანები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და ერთად აღწევენ სამიზნე წერტილს.
რაფტინგი სპორტის უსაფრთხო სახეობაა, თუკი გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების წესები.
დაივინგი წყალქვეშა ტურიზმის ერთე-რთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესო და ამოუცნობია ზღვის სამყარო. წყალმცენარეებთან და ზღვის მობინადრეებთან ერთად, ასევე ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ამასთან, ყვინთვა ავარჯიშებს სხეულის მთავარ კუნთებს, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ხელს უწყობს ინდივიდის განტვირთვასა და კმაყოფილებას.
ჯერ კიდევ უძველეს დროში, როცა ზღვამ ნაპირზე ნიჟარები და სხვა საინტერესო საგნები გამორიყა, ადამიანი დაინტერესდა, თუ რა საიდუმლო იმალებოდა ზღვის ფსკერზე. პირველი ცნობები წყალქვეშა ცურვის შესახებ ძვ.წ. 168 წლით თარიღდება, როცა მაკედონიაში მყვინთავებმა მეფე ფერსეუსის მიერ ზღვაში გადაყრილი განძის დაბრუნება გადაწყვიტეს.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი დაინტერესებისა, დაივინგი როგორც სპორტი მხოლოდ გასულ საუკუნეში გახდა პოპულარული. XX ს. 30-იან წლებში წყალქვეშა ცურვისათვის არსებითი მრავალი ელემენტი განვითარდა. 1943 წელს ფრანგმა საზღვაო ფლოტის ლეიტენანტმა გუსტავმა, ინჟინერმა გაგნანმა და ახალგაზრდა ათლეტმა დიუმამ შექმნეს დახურული აკვალანგი ჰაერის ისეთი დამარეგულირებლით, რომელიც ერთმანეთთან ათავსებდა ჰაერისა და გარემოს წნევას, ასევე გამოსაყენებლ ჰაერს - სუნთქვასთან. ამან საშუალება მისცა მყვინთავებს, დაეპყროთ კაცობრიობისათვის აქამდე წარმოუდგენელი სიღრმეები(400მ).
დაივინგის უამრავი სახეობა არსებობს: ავტონომიური, არაავტონომიური, მოხალისეთა, სამკურნალო და სხვა. მოხალისეთა ყვინთვის მიზანია დასვენება. იგი სრულდება ინსტრუქტორის თანხლებით და თავის მხრივ გულისხმობს ყვინთვის ისეთ სახეობებს, როგორიცაა წყალქვეშა ნადირობა, წყალქვეშა ფოტოგრაფია, ორიენტალური ყვინთვა კომპასით და სხვა.
საქართველოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და განვითარებულია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წყალქვეშა ცურვა შესაძლებელია სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე. შავ ზღვაში ძალიან საინტერესოა "ფილოფლორას მინდორი", რომელიც 36მ. გადაჭიმული
პეინტბოლი - ეს არის ტექნიკურ-სპორტული თამაშის ექსტრემალური სახეობა, რომელიც გულისხმობს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საბრძოლო ქმედებების იმიტირებას. პეინტბოლის თამაშისას გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი -მარკერი, რომელიც საღებავიან ბურთულებს ისვრის. პეინტბოლს თამაშობს 10-დან 100 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. თამაშისთვის არსებობს სპეციალური ტანსაცმელი. დაიშვებიან მაყურებლები
ეკოტურიზმი ალტერნატუიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა და ნიშნავს შედარებით წყნარი ბუნებრივი გარემოს, ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების და დაცული ტერიტორიების დასათვალიერებლად განხორციელებულ მოგზაურობას, მათთვის ზიანის მიუყენებლად. ეკოტურიზმი შემდეგ ცნებებთან ასოცირდება: არქეოლოგია, მიწის გამოყენების დაგეგმარება, ნადირობა, არქიტექტურა, ბუნებრივი რესურსები, ტყე, წყალი, სოფლის მეურნეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ცოცხალი ბუნება და სანაპიროები. ტურისტებს, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს სტუმრობენ, ხშირად მზად უნდა იყვნენ კომფორტთან დაკავშირებული ჩვეული სტანდარტების დასავიწყებლად. ამ თვალსაზრისით ეკოტურიზმი ტურიზმის მეტად განსხვავებული და მიმზიდველი სახეობაა. საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 15-20% ეკოტურიზმს განეკუთვნება.
საქართველოში ეკოტურიზმის თვალსაზრისით საინტერესოა ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები.
აგროტურიზმი და სოფლის ტურიზმი შინაარსობრივად ახლოს დგანან ეკოტურიზმთან: აგროტურიზმი და სოფლის ტურიზმი ბუნებრივი ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმი. ზოგიერთ ქვეყანის ტურისტულ ინდუსტრიაში აგროტურიზმის და ეკოტურიზმის ცნებები პრაქტიკულად იდენტურიც კია. საქართველოს აგროტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია: სტუმართმოყვარეობის მდიდარი ტრადიციები, საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ადრეული და შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლები, თვალწარმტაცი ბუნება.












