ჩვენი კურორტები

კურორტი ბათუმი მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, იგი მნიშვნელოვანი ტურისტული და კულტურული ცენტრია აჭარის რეგიონში.
ბათუმის მშვენებაა შავიზღვისპირეთის ულამაზესი დასვენებისა და კულტურის ზღვისპირა პარკი- მუსიკალური ფანტანით, საზაფხულო კაფე-ბარებით, საჩოგბურთო კორტებით. ბათუმში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. აქ ზამთარი თბილია, ზაფხული - ცხელი. იანვარში საშუალო ტემპერატურა 7,1ჩ, აგვისტოში კი 24 - 26ჩ-ია. აქ ხშირია კოკისპირული წვიმა, თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ბათუმში და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე, გვხვდება აგრეთვე ციტრუსოვანი მცენარეებიც. გორაკები კოლხური ბუნებრივი ტყით არის დაფარული. ბათუმი კლიმატური კურორტია. აქ მთავარი სამკურნალო ფაქტორია ზღვა. აქ კურნავენ ძვლების სახსრებს, ჯირკვლების, კანის დაავადებებს, ქრონიკულ მალარიას, რაქიტს, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს და ა.შ.
ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მახინჯაური მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, იგი ცნობილის გოგორდის აბაზანებითა და სამედიცინო პლაჟებით. აქ ძირითადი სამკურნალი ფაქტორია ჰალიოთერაპია, გოგირდოვანი აბაზანები სასარგებლოა სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისათვის და გინეკოლოგიური მკურნალობისთვის. მახინჯაურში მკურნალობენ სასუნთქი გზების (არატუბერკულუზური წარმოშობის) დაავადებებს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

კურორტი “მწვანე კონცხზე” გაშენებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი (111 ჰა). მისი რელიეფი მთაგორიანია, ხოლო ნიადაგი- წითელმიწა. მისი მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას. აქ ყველა პირობაა ზღვაზე და ბუნებაში დასვენებისათვის
კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით ციხისძირის მაღლობზე, რომლის
ჩვენი კურორტები
კალთები ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან კონცხს, რომელიც პლაჟს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად ჰყოფს.სამხრეთ პლაჟი ფართო და ქვიშიანია, ამავე დროს სანაპირო ღრმაა, ხოლო ჩრდილოეთ სანაპირო კი თხელია. კურორტი ზღვის დონიდან 60-90ნ მეტრ სიმაღლეზეა.აქ მთავარი სამკურნალო ფაქტორია ზღვისა და მზის აბაზანები, რომელიც სასარგებლოა სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებისათვის. ციხისძირში მდებარეობს უძველესი “პეტრა-ქაჯეთის” ციხე (VI ს.).
კურორტი ქობულეთი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას.ჩვენი კურორტებიიგი ზღვის დონიდან 5 მეტრ სიმაღლეზეა. ქობულეთის პლაჟი წვრილ-ქვიშიანია. კურორტისთვის დამახასიათებელია მზის უხვი რადიაცია, რომელიც კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიისათვის. აქ კურნავენ ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, გულსისხლძარღვთა დაავადებებს.
კურორტი ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია აჭარაში. იგი მდებარეობს არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე. კურორტი მდიდარია წიწვიანი ტყეებით. აქ ზაფხული ზომიერად გრილია (17,0ჩ) და ზამთარი ზომიერად რბილი(-5,0ჩ). კურორტის მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალეობა, უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაისფერი სხივების სიუხვე, მინერალური წყლები და მდიდარი ფლორა. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. ბეშუმში სეზონი - ივნისი-სექტემბერია.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია შავი ზღვის პირას, ბათუმსა და ფოთს შორის. აქ არის ზღვის სუბტროპიკული ჰავა. ზაფხული ცხელია. ზღვა არ გამოირჩევა დიდი სიღრმით, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვებისათვის. პლაჟი ქვიშიანია. ურეკში ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა. აქაური ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტურ ნაწილაკებს, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის აღიარებული. იგი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასუნთქ ორგანოებზე, სახსრების ზოგიერთ დაავადებაზე და ნევროზზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და მოზარდთათვის.


წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია იმერეთში. იგი მდებარეობს მდ. წყალტუბოს დაბლობზე. აქ ზაფხული ძალიან თბილია, ზამთარი - რბილი. ბევრია უნიკალური მინერალური წყარო, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო პროცედურებისათვის. წარმოებს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, საყრდენ-მამოძრავებელი, გინეკოლოგიური და ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა.

სუბტროპიკულ ტყეებში ჩაფლული მთის გამაჯანსაღებელი კურორტი ნუნისი მდებარეობს ხარაგაულის რაიონში 720-760 მ. ზღვის დონიდან. ჩვენი კურორტები.ჰავა აქ სუბტროპიკულია, ზამთარი-ცივი, ზაფხული კი ზომიერად თბილი. კურორტი ცნობილია მინერალური წყაროებით, რომლებიც სასარგებლოა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, აგრეთვე პერიფერილი ნერვული სისტემის დაავადებები, ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი.

სამკურნალო ტალახების კურორტი ახტალა გურჯაანის სიახლოვეს მდებარეობს (412 მ ზღვის დონიდან). იგი თბილისიდან 122 კმ-თაა დაშორებული. ახტალაში ჰავა ზომიერი კონტინენტურია: ზაფხული ცხელია, ხოლო ზამთარი - თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. კურორტ ახტალას თავიანთ ნაშრომებში მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი(XVIIIს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი(XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში(დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო(ტალახსამკურნალო). აქ შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი ახტალაში აპრილიდან დეკემბრამდე გრძელდება.
ჩვენი კურორტები შოვი ბალენეო-კლიმატური კურორტიაა რაჭაში. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე(1600 მ ზღვის დონიდან). აქ არის ნოტიო ჰავა, ზაფხული ზომიერად თბილია(საშუალო ტემპერეტურა აგვისტოში 16 გრადუსი), ზამთარი კი ზომიერად რბილი. აქ მკურნალობენ კლიმატოთერაპიით და ნახშირორჟანგის ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმის წყაროებით, რომლებიც შოვში მრავლადაა და რომელთა წყალსაც სასმელად იყენებენ. აქ შესაძლებელია სასუნთქი გზების არატუბერკულოზური სახის, საჭმლის მონელების, სანაღვლე და საშარდე გზების, მეორეული სისხლნაკლებობის, ნერვული სისტემის და სხვა სახის დაავადებათა მკურნალობა. შოვის საკურორტო სეზონია ივნისი-ოქტომბერი.

მთის კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი უწერა მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქ. ონიდან 10 კმ-ში(900 მ ზღვის დონიდან). უწერა გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური ჰავითა და სამკურნალო მინერალური წყლებით(28 სახის). იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან, ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. Aაქ ზამთარი ზომიერად ცივია (5 გრადუსი), ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი (17 გრადუსი). აქაური ჰავა საუკეთესოა მოზარდთა გაკაჟებისა და პროფილაქტიკისათვის, ხოლო მინერალური წყლები, თავისი გემოვნური თვისებების გარდა, უებარი საშუალებაა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. უწერაში სეზონი მაისიდან ოქტომბრამდეა.
ჩვენი კურორტებიბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია არაჩვეულებრივი პარკებით. იგი მდებარეობს თბილისიდან 150 კმ დაშორებით, მდინარე მტკვრის დაბლობსა და მისი ორი შენაკადის (ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის) ტყიან ხეობაში (810 მ. ზღვის დონიდან). ქალაქის მახლობლად, 850-დან 2200 მ. სიმაღლემდე განლაგებულია ბორჯონის ნაკრძალი, სადაც შეხვდებით აღმოსავლეთის ნაძვს, ნორდმანის სოჭს, ფიჭვსა და წიფელს, მუხას, რცხილას, თელას, წაბლსა და სხვ. ამ ტყეებში უამრავია კავკასიური ირემი, შველი და სხვა ცხოველები.
ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა. აქ ზაფხული თბილი და ხანგრძლივია, ზამთარი კი ზომიერად რბილი. რელიეფისა და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა, პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყლები, რომლებსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისათვის (აბაზანები, შხაპები, ინჰალაცია და სხვა). კურორტის სხვა სამკურნალო საშუალებებია კლიმატოტერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. აქ სეზონი მთელი წელია, თუმცა კლიმატოთერაპიული თვალსაზრისით საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სანატორიუმებში ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, ღვიძლით, ნაღვლსადენი და საშარდე გზებით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, გულსისხლძარღვებით დაავადებულთა მკურნალობა. აქ შემონახულია რუსეთის ბოლო იმპერატორის აგარაკი, სამონასტრო კომპლექსი ტიმოთესუბანი(Xს., წაღვერთან ახლოს), მრავალი სანატორიუმი, სამხარეო მუზეუმები.
ჩვენი კურორტებიგურიის მშვენებაა მაღალმთიანი, კლიმატური, ტყიანი კურორტი ბახმარო, რომელიც მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში(ზღვის დონიდან 2050 მ). ბახმარო ჩოხატაურიდან 52 კმ-თაა დაშორებული. მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულია, ნაძვისა და სოჭის მრავალსაუკუნოვანი მარადმწვანე ტყით გარშემორტყმული, რომლის ზემოთაც იწყება ულამაზესი ალპური ზონა.
ბახმარო მდიდარია მრავალფეროვანი ფაუნით. აქ გვხვდება დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, ციყვი, არჩვი, შველი, კურდღელი, კოდალა, ჩხიკვი, როჭო, ინდაური. მდინარეებში უხვადაა მთის კალმახი. კურორტის ტერიტორიაზე მრავალი ანკარა მდინარეა, მათ შორის ყველაზე წყალუხვია ბახვისწყალი, რომელსაც 90-ზე მეტი შენაკადი ერთვის.
ბახმაროში ზამთარი ზომიერად რბილია, ზაფხული კი ზომიერად გრილი(აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4გრადუსი). შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის მასების შედეგად აქ შერწყმულია მთისა და ზღვის კლიმატის ნიშნები. ასეთი უნიკალური ჰავის, ასევე ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი ინტენსივობის გამო კურორტი ხელსაყრელია ფილტვების ანთების დახურული ფორმების, სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებების, სისხლნაკლებობის, ნევრასთენიისა და ლიმფადენიტის სამკურნალოდ.სამკურნალო სეზონი მაისიდან სექტემბრამდეა.
ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება.

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, ჯვრის უღელტეხილის სამხრეთით ( 1197 მ ზღვის დონიდან), თბილისიდან 120 კმ დაშორებით.

დღესდღეობით გუდაურში მოქმედ 3 და 4 ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აყავს (მთა კუდებზე). ამჯამად 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ია. სათხილამური სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.ჩვენი კურორტები


ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1700მ) სამთო-სათხილამურო ტრასებით, გარშემო მთების უნიკალური მცენარეული საფარით და იშვიათი კლიმატური პირობებით. იგი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთაგრეხილზე, ბორჯომიდან 30 კმ-ზე. ბორჯომსა და ბაკურიანს შორის მიუყვება წვრილი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და მრავალრიცხოვან ტურისტებს. ორ საათში, რამდენიმე ვაგონიანი პატარა ლოკომოტივი ფარავს ბორჯომიდან ბაკურიანამდე გზას. გარშემო პეიზაჟები მგზავრობას შესანიშნავს ხდის.
სათხილამურო სეზონის დროს აქ ფუნქციონირებს სამთო-სატყეო კლიმატური კურორტები. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია. ზაფხული ზომიერად თბილია და ხანგრძლივი, ზამთარი თოვლიანი და ცივი, თუმცა რბილი. თოვლის საფარი, რომელიც საშუალოდ 64მმ სიგრძისაა, დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე დევს. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია მარადმწვანე ტყით. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე გაყვანილია საბაგირო გზა. მგზავრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ბაკურიანის ულამაზესი ხედებით. აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. არის ბოტანიკური ბაღი.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია მთის კლიმატი და მზის ხანგრძლივი ნათება (ზამთარში დღეები მზიანია). ბაკურიანი ხელსაყრელია ლიმფადენიტის, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებების, სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. სეზონი მთელი წლის განმავლობაშია.

ჩვენი კურორტებიაბასთუმანი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ოცხეს გამოქვაბულში(1300 მ ზღვის დონიდან). აბასთუმნისათვის დამახასიათებელია სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი, ზომიერად მშრალი ჰავა, უქარობა. მთის ფერდობებზე ტყეებია (ფიჭვი, სოჭი, ნაძვი) განლაგებული. აბასთუმნის მახლობლად არის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. აქ ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი რბილი და მზიანია. აბასთუმანში მკურნალობენ ფილტვების ტუბერკულოზს. აქ მრავლადაა სუსტად მინერალიზირებული თერმული წყაროები, რომელთა წყლები გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და მისი თანმდევი დაავადებების, აგრეთვე ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. სამკურნალო სეზონი მთელი წლის განმავლობაშია.


ბალნეოლოგიური კურორტი ნაბეღლავი მდებარეობს მთის სწრაფი და ანკარა მდინარის, გუბაზეულის სანაპიროზე(ზღვის დონიდან 400 მ). იგი ჩაფლულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის მასივში და განთქმულია უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოდის ძვირფასი მინერალური სასმელი წყალი `ნაბეღლავი~, რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმლების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით.

საირმე ბალნეოთერაპიული და კლიმატური კურორტია იმერეთში. იგი მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო ფერდობზე, 915 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. იგი შემორტყმულია ნაძვნარი ტყეებით. საირმე მოიცავს 19 ათას ჰექტარ ტერიტორიას. აქ ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი-რბილი. სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელიც გამოიყენება სასმელად. მდინარე წაბლარის მარჯვენა მხარეს მდებარეობს საირმის N1 და N2 მინერალური წყლები, N3 მინერალური წყალი კი მდინარის მარცხენა მხარესაა. საირმეში მკურნალობას გადიან საჭმლის მომნელებელი და შარდგამომყოფი ორგანოების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე ავადმყოფები.
საირმეს ასი წლის ისტორია აქვს.