ებრაული დღესასწაულები
ეროვნული დღესასწაულები – დამოუკიდებლობის დღე 1848წ. მოძრავია, ძირითადად…აპრილში აღინიშნება (5 იარი ებრაული კალენდრით). არასამუშაო დღე –შაბათი. ებრაული ტრადიციით, კვირეულის პირველი დღეა კვირა და მთავრდება შაბათით, რომელიც მათი უპირველესი დღესასწაულია. დღე იწყება მზის ამოსვლით და მთავრდება ჩასვლით. დღე – ღამის ათვლა იწყება საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. შაბათს დიდი კულტურულ – ისტოიული დატვირთვა აქვს, რადგან ერს მონობიდან გათავისუფლების მადლს შეახსენებს. შაბათი ებრაულად დასვენებას ნიშნავს და უკავშირდება ქვეყნიერების გაჩენის მეშვიდე დღეს, როცა ღმერთმა დაისვენა.
გარდა შაბათისა, ებრაულ კალენდარში მრავალი დღესასწაულია. ამ დღეებში მუშაობა აკრძალულია.
ებრაული წელთაღრიცხვა იწყება ძვ.წ. 3761 წლიდან, ხოლო კალენდარი ახალი წლით, რომელასც როშ – ჰაშანა ჰქვია. მის მე-19 დღეს აღნიშნავენ მკაცრ რელიგიურ დღსასწაულს, ოიმ – ქიფურს – აკრძალვის, მონანიების, მარხვისა და ლოცვის დღეს ცოდვების მისატევებლად. მას მოჰყვება ებრალეთათვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი 8 დღიანი რელიგიური დღესასწაული, პასექი ანუ ხანუქა (გაცისკროვნება). ხანუქა ებრაელთათვის დარჩა როგორც სიმბოლო გამარჯვებისა სუსტისა ძლიერზე, მცირერიცხოვანი – მრავალრიცხოვანზე, სიწმინდისა – ბიწიერზე. ამ დღეებში მხოლოდ სანთელი ინთება.
ებრაელთა სასიხარულო და ერთიანობის დღესასწაულია ფურიმი (წილყრა), რომელიც ძვ.წ. 450 წელს სპარსეთის სამეფოში ებრაელთა სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება. ამ დღსასწაულზე ყველა ებრაელი გულუხვად ნადიმობს, მხიარულობს, ეხმარება ღარიბებს, ობლებს, ქვრივებს. აწყობენ კარნავალებს, ლოცულობენ და სხვა.
ებრაელთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ფესახი. იგი ისტორიულად ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ხსოვნას ეძღვნება. ეს არის უდიდესი მოვლენა ებრაელთა ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რამაც წარმოშვა იუდაიზმი და თვით ებრაელი ერი, მათი ცხოვრების წესი და რელიგიური მრწამსი.
ფესახის დღესასწაულიდან 50-ე დღისთავზე ებრაელები აღნიშნავენ სინას მთაზე თორას მიღების დღეს – შავუოთს. ამ დღეს კითხულობენ თორას, ლოცულობენ მშვიდობაზე, სიკეთესა და ერის გადარჩენაზე. ასევე დღესასწაულია ,,სიმხათ თორა” რაც ქართულად ,,თორას სიხარულს” ნიშნავს.
ებრაული კულტურის ერთ – ერთი თავისებურებაა, საზეიმო თარიღებთან ერთად, ერმოვნული უბედურების, საყოველთაო გლოვის დღეების ღირსეულად აღნიშნვა.












