თანამოსაუბრის დარწმუნება

თანამოსაუბრის დარწმუნების რამოდენიმე წესია პრაქტიკაში:
თანამოსაუბრის დარწმუნება
მოყვანილი არგუმენტის რიგითობა გავლენას ახდენს მოსაუბრის დამაჯერებლობაზე, უფრო ეფექტურია არგუმენტის ასეთი რიგი: ძლიერი – საშუალო – ერთი ყევლაზე ძლიერი. ამ წესიდან ჩანს, რომ სუსტი არგუმენტების გამოყენება სასურველი არ არის. მათ ზიანის მოტანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სარგებლობის.
• თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, მოსაუბრეს ისეთი კითხვა მიეცით, რომელზედაც დადებით პასუხს გაგცემთ, ამის შემდეგ მთავარი კითხვა დასვით.
• ნუ მივამწყვდევთ თანამოსაუბრეს კუთხეში, მივცეთ საშუალება ,,შეინარჩუნოს საკუთარი სახე”.
• არგუმენტების დამარწმუნებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებელი დამარწმუნებლის იმიჯსა და სტატუსზე.
• ნუ მივამწყვდევთ საკუთარ თავს კუთხეში, ნუ დავიმცირებთ ჩვენსს სტატუსს. საუბარში ხშირად ბოდიშის მოხდით საკუთარ თავს ვამცირებთ.
• ნუ დავამცირებთ თანამოსაუბრის სტატუსს.
• თანამოსაუბრის მიერ წამოყენებულ ჩვენთვის სასიამოვნო არგუმენტებს შემწყნარებლად ვუდგებით ხოლო არასასიამოვნოს – ათვალწუნებით.
• თუ გვსურს თანამოსაუბრის დარწმუნება, დავიწყოთ ისეთი მომენტებით, რომლებშიც ოპონენტის აზრს ვიზიარებთ.
• გამოვიჩინოთ სიმპატია. სიმპატია არის სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება.
• ვიყოთ კარგი მსმენელი.
• შევამოწმოთ, სწორად გავიგეთ თანამოსაუბრის აზრი?
• ყურადღება მივაქციოთ ჩვენი თანამოსაუბრის ჟესტებსა და პოზას.
• მოვერიდოთ კონფლიქტოგენებს. კონფლიქტოგენებს მიეკუთვნება ის სიტყვები, მოქმედებები ან ზოგჯერ უმოქმედობა, რომლებიც კონფლიქტებს იწვევს.