სამსახურეობრივი ეტიკეტი
თქვენი საქმიანი მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ურთიერთობას დაამყარებთ ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან...

რამდენიმე რჩევა, რომელიც სამსახურში საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ:
• რანგით უმააღლესი ხელმძღავნელი პირიც კი გულთბილად უნდა მიესალმოს დაბალი რანგის თანამშრომელს.
• შენობაში შესვლისას, პირი პირველი ესალმება ყველა დამხვედრს, ეს წესები ეხება ყველას.
• დაწესებულების კორიდორებსა და ღია ტერიტორიებზე რანგითა და თანამდებობით დაბლა მდგომი პირი ესალმება მასზე მაღლა მდგომს.
• დაწესებულების კარში კაცმა ჯერ ქალი, ხოლო ხელქვეითმა მაღალი რანგის პიროვნება უნდა გაატაროს.
• ლიფტსა და რესტორანში პირველი შედის მამაკაცი და გამოდის ქალი.
• ოთახის კარი, სადაც ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, მხოლოდ დაკაკუნებისა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ უნდა შეაღოთ.
• როცა შენობის ოთახი დიდია და მასში ათეულობით ადამიანი მუშაობს, კარის შეღება დაკაკუნების გარეშეც შეიძლება.

არ შეიძლება იმ ხელმძღვანელის კაბინეტის კარებზე დაკაკუნება რომელსაც ჰყავს მდივანი.
• ხელმძღავნელსა და ხელქვეითს შორის არსებული ოფიციალური დამოკიდებულების შემთხვევაში მიმართვის თქვენობითი ფორმა გამოიყენება.
• რბილი, მეგობრული ტონით გამოთქმული მითითებები და მოთხოვნები მეტი მონდომებით სრულდება, ვიდრე დირექტული ტონით გაცემული განკარგულებები.
• ხელქვეითები უკეთ აღიქვამენ თხოვნით მიღებულ დავალებებს ვიდრე ბრძანებებს.
• ქედმაღლური ტონი და გულზვიადობა, მართალია გარკვეულწილად, განაპირობებს მიცემული დავალებების შესრულებას, მაგრამ გულისწყრომას იწვევს, რაც უარყოფითად აისახება სამუშაოს ხარისხზე.
• რაც მეტად აღნიშნავთ თანამშრომელთა დამსახურებას, მით მაღალი იქნება თქვენი, როგორც ხელმძღვანელის რეიტინგი.
• დაწესებულებაში სიგარეტის მოწევა დაუშვებელია.













