ჩაცმის ეტიკეტი


საქმიანი ურთიერთობის მონაწილეთა ტანსაცმელი უფრო დემოკრატიულია. თუმცა, გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები. სახელდობრ, ნებისმიერ მიღებაზე აუცილებელია ერთფეროვანი კოსტიუმი. ზაფხულში დღის მიღებაზე ღია, ხოლო საღამოსაზე- მუქი ფერის. პერანგი სასურველია თეთრი. ფეხსაცმელი უნდა იყოს მუქი და დახურული ფორმის.


დასავლეთის ქვეყნების საქმიან სამყაროში, ჩაცმულობის მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტი არსებობს. მაგ: ქალებისთვის შავი კოსტიუმის ჩაცმა მხოლოდ დღისით ან დაკრძალვაზე შეიძლება. მამაკაცი ლაქირებულ ფეხსაცმელს ფრაკთან , სმოკინგთან ან დაკრძალვაზე იცვამს. ასევე სამგლოვიარო სიტუაციაში გამოიყენება შავი ჰალსტუხი.
თუ პიჯაკს ორი ღილი აქვს, საკმარისია ზედა იყოს შეკრული, სამი ღილის შემთხვევაში კი შუა. მთლიანად გახსნილი პიჯაკი, შესაძლოა პარტნიორმა მოლაპარაკების წარმატებულ მსვლელობად მიიჩნიოს.
ბიზნესში დასაქმებული ქალის ღირსება დიდადაა დამოკიდებული მისი ჩაცმულობის სტილზე, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალურია და ეროვნული ტრადიციებიდან გამომდინარეობს. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიღებაზე საღამოს გრძლი კაბის ჩაცმა ქალისათის რეკომენდირებული არ არის. სასურველია მორთულობათა მინიმალური რაოდენობაც.

საქმიანი ტანისამოსის ყველაზე მიღებული და შესაფერისი ფორმა როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის იყო და არის კოსტიუმი. იგი ყველაზე ნათლად მეტყველებს მფლობელის საზოგადოებრივ სტატუსზე, ამიტომ შერჩევისას განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ.
საშუალო და დაბალი ტანის ადამინებისთვის ორბორტიანი პიჯაკის ტარება მიზანშეწონილი არ არის. ასევე არ არის მიზანშეწონილი, ატაროს ის მაღალმა და მსუქანმა მამკაცმა, რადგან ორბორტიანი პიჯაკი ადამიანს კიდევ უფრო მსუქანს აჩენს.

მნიშვნელობა აქვს პიჯაკის სიგრძესაც. რაც უფრო გრძელია იგი, მით მოკლე ჩანს ფეხები. რა თაქმა უნდა, მაღალ მამკაცს დიდად არ აშინებს, მაგრამ დაბალმა უთუოდ უნდა მიაქციოს ყურადღება.
ოფიციალურ სიტუაციაში პიჯაკის ქვედა ღილის გარდა, ყველა ღილი შებნეული უნდა გქონდეთ. ასე უნდა შევიდეს მამაკაცი თათბირზე, რესტორანში, თეატრის დარბაზში.
პიჯაკი ასევე შეკრული უნდა გქონდეთ პრეზიდიუმში ან მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნისას.
ღილების შეხსნა დასაშვებია ვახშმობისას ან იმ შემთხვევაში, თუ სავარძელში ზიხართ.
შარვალი - საქმიანი კოსტიუმის შარვალს მანჟეტები უნდა ჰქონდეს. მისი სიგრძე გარკვეულწილად, მოდის ცვალებადობაზეა დამოკიდებული.
უმანჟეტო შარვლის უკანა ნაწილი, წინასთან შედარებით დაახლოებით 3 სმ-ით გრძელი უნდა იყოს, მანჟეტებიანისა კი თანაბარი.
პერანგი მამაკაცის გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც არასდროს იცვამენ შიშველ ტანზე. ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ჯერ მაისური უნდა ჩაიცვათ, შემდეგ პერანგი.
პერანგის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ბამბა გარეცხვის შემდეგ ზომაში იკლებს და გამორიცხული არაა, მისი სახელოები პიჯაკის სახელოებს გაუტოლდეს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

წინდები ისეთი სიგრძის უნდა იყოს, რომ დაჯდომისა და ფეხის ფეხზე გადადების შემთხვევეაში, შიშველი ფეხის ერთი სანტიმეტრიც კი არ გამოჩნდეს. უმჯობესია თუ მათი სიგრძე წვივის შუამდე მიაღწევს. წინდების ფერი შეხამებული უნდა იყოს ფეხსაცმლისა და შარვლის ფერთან.

ფეხსაცმელი - არსებობს საზაფხულო ფეხსაცმლის ისეთი მოდელები, მაგ: სანდალი და საბო, რომელთაც წინდების გარეშე, მსუბუქ საზაფხულო კოსტუმთან იცვამენ. ზაფხულობით მიზანშეწონილია ღია ფერის ფეხსაცმლის ტარება, გარდა თეთრისა, რომელსაც მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებბში მონაწილეობის შემთხვევაში იცვამენ.
ჰალსტუხი - ყველა დროში საუკეთესო ჰალსტუხად აბრეშუმის ჰალსტუხი ითვლება. მასთან შეხამებულად შეიძლება დეკორატიული ცხვირსახოციც ვიყიდოთ, რომელიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილი ზუსტად იმ ტონში, რომლშიც თქვენ მიერ შერჩეული ჰალსტუხია.