ეტიკეტი და მისი სახეები


ეტიკეტი მე-18 საუკუნეში საფრანგეთში ლუი 14-ის მეფობის დროს შემოიღეს, როცა მონარქის სასახლეში მიწვეულ სტუმრებს ქცევის რთული და მკაცრი წესების ამსახველ სპეციალურ ბარათაბეს ურიგებდნენ.
სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს კონკრეტული შესწორებები და დამატებები დღემდე შეაქვს ეტიკეტის ნორმებში, რომელიც ქვეყანაში არსებული წყობილებით, ისტორიული განვითარებით, ეროვნული ტრადიციებით, წეს – ჩვეულებებით და ეთიკის განვითარების დონითაა განპირობებული.
დღესდღეისობით არსებობს ეტიკეტი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, ესენია: ზრდილობა, კორექტულობა, ტაქტი, დელიკატურობა, თავდმდაბლობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა. საქმიანი ადამიანებისთვის ამ თვისებების გამოყენება ბიზნესში წარმატებისთვის აუცილებელია.

ეტიკეტის რამდენიმე სახეობაა, ესენია:

დიპლომატიური ანუ საერთაშორისო ეტიკეტი
რომელიც გულისხმობს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის საერთაშორისო პროტოკოლით გათვალისწინებული ეტიკეტისა და ცერემონიალის ნორმების დაცვას. დიპლომატიური ეტიკეტი არის ოფიციალური ცერემონიების დროს საზოგადოებაში მიღებული თავის დაჭერის, თავაზიანი მოპყრობის, ჩაცმულობის, ეროვნული წეს_ ჩვეულებების პატივისცემისა და სხვა წესები.


საქმიანი ეტიკეტი
საქმიანი ეტიკეტი
– ბიზნესმენთა ეტიკეტია, იგი საქმიანი ურთიერთობების სფეციფიკური კულტურაა და თავის მხრივ გულისხმობს რიტუალსა და სუბორდინაციას, ქცევის მანერას, წერისა და სატელეფონო საუბრის სტილს, ქაღალდების გაფორმებას, მოლაპარაკების წარმართვის ხელოვნებას, პრეზენტაციების პრეს – რეალიზების, რეკლამის კულტურის, კონკურენციის, ეთიკისა და სხვა.

სუფრის ეტიკეტი
თანამედროვე საქმიანი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სუფრასთან სწორი ქცევის წესების ცოდნა, რადგან ხშირად ყველაზე რთული საკითხები სადილის ან ვახშმის დროს წყდება.

სამოქალაქო ეტიკეტი
ყოველი ადამიანისაგან მოითხოვს საზოგადოებაში მიღებული ქცევის იმ ნორმების დაცვას, რაც გათვალისწინებულია ქუჩაში. ტრანსპორტში, მაღაზიაში, რესტორანში, კინოთეატრში, გამოფენეზე, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში.

სამხედრო ეტიკეტი
არმიაში მიღებული წესების, ნორმენისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამხედრო მოსამსახურეების ქცევათა კრებულია.


სპორტული ეტიკეტი
სპორტულ შეჯიბრებებში სპორცმენთა სავალდებულო ქცევის დადგენილი წესია, ზოგჯერ სპორცმენს ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე ეკრძალება სპორტული ილეთების სამოქალაქო სიტუაციაში გამოყენება.

სამედიცინო ეტიკეტი
განსაზღვრავს მედიცინის მუშაკთა საქციელს, მოვალეობის, მორალისა და ეთიკის ნორმებს. ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ თავის ცნობილ ფიცში ჩამოაყალიბა ექიმის პროფესიის მორალურ ეთიკური და ზნეობრივი ნორმები.

სამეფო კარის ეტიკეტი
მონარქთა მიერ მკაცრად რეგლამენტირებული ქცევის წესებია სამეფო კარზე.
თანამედროვე განათლებულმა ადამიანმა – დიპლომატმა, ბიზნესმენმა და უბრალოდ ყველა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს ქცევის ყველა წესი.