საქორწინო ტრადიციები

დიდ ბრიტანეთში -საქორწინო პროცესიას აუცილებლად წინ უნდა მიუძღოდეს ანგელოზის სამოსში გამოწყობილი პატარა ბავშვი, რომელიც ახალდაქორწინებულების ფეხებთან ვარდის ფურცლებს დააბნევს.
საბერძნეთში - პატარძლის ხელთათმანის, ან კაბის კიდეებში შაქარს გამოაკერებენ ხოლმე, რათა მისი ოჯახური ცხოვრება ტკბილი იყოს.
ჩეხეთში - ქორწილის წინ პატარძლის მეგობრებმა პატარა ვარდებისგან საკუთარი ხელით უნდა დაწნან გვირგვინი და საპატარძლოს აჩუქონ, სიყვარულის, ოჯახური სიბრძნისა და ერთგულების სიმბოლოდ.
კორეაში - საქორწინო პროცესიას წინ უნდა მიუძღოდნენ იხვები. მნიშვნელობა არ აქვს, ცოცხლები იქნებიან ეს ლამაზი ფრინველები, პლასტმასისგან გაკეთებული თუ დახატული, მაგრამ იხვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრაზე. ცნობილია, რომ იხვი და წერო საკუთარი მეწყვილეების ერთგულნი არიან სიცოცხლის ბოლომდე.
პორტუგალიაში - ეკლესიიდან საზეიმო სუფრისკენ მიმავალთ მთელ გზაზე ფერად ლენტს აბამენ, რომელზეც ერთ მხარეს ლიმონები კიდია, მეორე მხარეს კი- ვაშლები. ამ ლიმონებს კრეფს პატარძალი, ვაშლებს-სიძე. ლიმონი მარადიულობის სიმბოლოა, ვაშლი კი, ყოველთვის შეახსენებს პატარძალს ევას დანაშაულსა და მისი მძიმე ხვედრის შესახებ და ურჩევს, არასოდეს დანებდეს ცდუნებას.
უნგრეთში - საქორწინო ცეკვების დროს სტუმრები, რომლებსაც პატარძალთან ცეკვის სურვილი აქვთ, ვალდებულნი არიან, ფეხსაცმელში ოქროს ან ვერცხლის მონეტები ჩაუყარონ მას.
შვეიცარიაში - ქორწილის დღეს ახალგაზრდა წყვილი თავისი სახლის ეზოში პატარა ნაძვს რგავს_ ბედნიერების, სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოდ. რაც უფრო დიდხანს იცოცხლებს ხე, მით უფრო მყარი იქნება ოჯახი.
იემენში - ყველაზე დიდი მნიშვნელობა მუსიკას ენიჭება. ცერემონიალზე მუსიკოსების განუსაზღვრელი რაოდენობა იყრის თავს, რომლებიც შეუსვენებლად უკრავენ, რათა პატარძალმა არ მოიწყინოს,
ტიბეტში - სტუმრები ფერად-ფერად შარფებს აბამენ. თუ მიწვეულთა რაოდენობა დიდია, რაც ჩვეულებრივი ამბავია, წყვილი ცერემონიალის ბოლომდე საშობაო ნაძვის ხესავით აბრდღვიალებული ზის.
გერმანიაში - სტუმრები თეფშებს ამსხვრევენ. ახალდაქორწინებულები კი ნამსხვრევებით მოფენილ იატაკს გვიან, რათა მათ სახლში მეტი აღარაფერი გატყდეს. დაქორწინებულ პატარძალს მეფის მეჯვარე ,,იტაცებს’’ და ლუდხანაში მიჰყავს. იქამდე ასმევს ლუდს, ვიდრე მას ქმარი არ იპოვნის
და არ გადაიხდის იმ ლუდის საფასურს, რომელიც მისმა ახალშერთულმა ცოლმა დალია.
იაპონიაში - პატარძალი, ცერემონიალის დროს, მინიმუმ, სამჯერ მაინც იცვლის საქორწინო სამოსს: ჯერ იცვამს თეთრ კიმონოს, მერე_წითელს და ბოლოს_ ევროპულ საქორწინო კაბას.
უნგრეთში - ყველა სტუმარი_მამაკაცი ვალდებულია, იცეკვოს პატარძალთან, ცეკვისას შეუძლია, პატარძალს ფულიც აჩუქოს ამის სანაცვლოდ კი დედოფალმა უნდა აკოცოს.
იამაიკაზე - ქორწილისთვის სპეციალურად აცხობენ ხილის უზარმაზარ ღვეზელს. სტუმარი, რომელიც საქორწინო ცერემონიალზე მისვლას ვერ შეძლებს, ღვეზელის ნაჭერს ფოსტით მიიღებს.
მაროკოში - ქორწილი 4-დან 7დღემდე გრძელდება. ვიდრე პატარძალი ახალ სახლში შეადგამს ფეხს, ვალდებულია, სამჯერ შემოუაროს მას. ქორწინების ღამის წინ ის რძის აბაზანას იღებს.
ტაილანდში - ახალდაქორწინებულებს ერთმანეთზე ყვავილწნულებით გადააბამენ. წყვილი მიწაზე ფეხმორთხმით ზის და ერთმანეთის ხელები უჭირავთ. ცერემონიის ბოლოს ნეფის ყველაზე უხუცესი ნათესავი წყვილს ხელებზე სურნელოვან წყალს გადაასხამს და მათ ცოლ-ქმრად აცხადებს.
ირანში - საპატარძლოს კაბას საქმროს ოჯახი ყიდულობს. ეს არის ქსოვილის დიდი ნაჭერი, რომელშიც საპატარძლოს ფაქიზად ახვევენ. ცერემონიალის ბოლოს კი წყვილს თავზე დანაყილ შაქარს აყრიან.

ჩინეთში - სარძლოც და სასიძოც წითელ ტანსაცმელს იცვამენ და ოთახსაც წითლად რთავენ, იმიტომ, რომ ჩინელებისთვის წითელი ფერი ბედნიერების მომტანია. ჩინელებს, ისევე, როგორც ქართველებს, ჰყავთ თამადა, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩუმდება და უშუალოდ ხელმძღვანელობს უშველებელი ტორტის გაჭრას. ის აუცილებლად ქვემოდან ზემოთ უნდა გაიჭრას (და არა პირიქით), ახალდაქორწინებულები საქორწინო ბეჭდებს ცვლიან, მაგრამ ჯერ იკეთებენ მარჯვენა ხელზე. ერთი თვის შემდეგ კი, მარცხენაზე გადააქვთ.
ფილიპინერბზე - სასიძო იმ სახლის კედელში არჭობს შუბს, სადაც მისი საცოლე ცხოვრობს. ცერემონიალზე საპატარძლომ თავისი კაბის შლეიფზე მაგრად უნდა მიიბას საქმრო. კაცმა კი ქალს ყელზე ერთი წყება მარგალიტი უნდა შეაბას. ახალდაქორწინებულები ერთად ანთებენ სანთლებს. პატარძლის დედას მათთან მიაქვს მტრედებით სავეს გალია. ცოლ-ქმარი ფრინველებს ერთად ათავისუფლებს ტყვეობიდან.
ვენესუელაში - დაქორწინების უფლება საქმროს თავისმა ნათლიამ უნდა მისცეს. სხვანაირად წყვილი ბედნიერი ვერ იქნება. პირველად ეწყობა დაქორწინების სამოქალაქო ცერემონია. ორი კვირის შემდეგ კი ჯვარს ეკლესიაში იწერენ. იგივე ცერემონია წვეულებით მთავრდება: მაგრამ მეორე გაცილებით გრანდიოზულია. ახალდაქორწინებულები ქორწილიდან ჩუმად უნდა გაიპარონ, ისე, რომ ვერავინ შენიშნოს. მაშინ აუცილებლად იქნებიან ბედნიერები.
ირლანდიაში - წყვილი ცდილობს, წმინდა პეტრეს (პატრიკის) დღეს იქორწინოს. პატარძალმა საკუთარი ხელით უნდა დაიბანოს თმა და ვარცხნილობა გაიკეთოს, რათა ქალური ენერგია გათხოვების მერეც შეინარჩუნოს.
თაფლობის თვე წყვილმა სახლიდან შორს, ისეთ ადგილას უნდა გაატაროს, სადაც მათ ვერავინ იპოვის და დააშორებს.












