საქორწინო კაბა

საქორწინო კაბათეთრი საქორწინო კაბისთვის აქსესუარების შერჩევას დიდი დაკვირვება სჭირდება. ყველაფერი უნდა იყოს გააზრებული და ყველა დეტალი ერთმანეთს უნდა შეეხამებოდეს.
სჯობს პატარძალს ყელზე ეკეთოს მარგალიტის მძივი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვანაირად არ შეიძლება მოირთოს, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი საყურე, სამაჯური და ფერადი მძივი არ მოუხდება დედოფლის ჰაეროვან კაბას.
საერთოდ, პატარძალს საათი სულაც არ სჭირდება, მაგრამ მაინცდამაინც საკუთარ საათზე უნდა ქალიშვილობის ბოლო წუთები დაითვალოს, სასურველია, იგი პატარა და თეთრი მეტალის იყოს - ბრილიანტებით, მარგალიტებით და ბროლით დამშვენებული.
ქორწილი, ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნამდვილი გვირგვინის დადგმის საშუალება გეძლევათ. თანაც საქორწინო დიადემა მშვენივრად ერწყმის როგორც მოკლედ შეჭრილ, ასევე გრძელსა და მაღლა აწეულ თმასაც.
საქორწინო კაბას, როგორც წესი, ხელთათმანიც ახლავს; იმისთვის, რომ არ გაჭირდეს საქორწინო ბეჭდის ხელთათმანზე წამოცმა, უთითოებს მიანიჭეთ უპირატესობა
რატომ არის საქორწინო ტორტი რამდენიმე სართულიანი

საქორწინო კაბა

საქორწინო კაბა

საქორწინო კაბა

საქორწინო კაბა