რომელი ასაკია ქორწინებისთვის უმჯობესი
ხშირ შემთხვევაში წლების მერე ვლინდება ხოლმე, შეეფერება თუ არა სიმართლეს მეცნიერთა გამოკვლევები.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ერთ დროს იყო მიჩნეული. მაგალითად, ადრე ითვლებოდა, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები მყარი არ იყო და მათ გარდაუვალი დაშორება ელოდათ. ახლახან ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, გაარკვია, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

თუ ადრე 27-28 წლის ასაკში მხოლოდ უიღბლო ადამიანები ქორწინდებოდნენ, ახლა ითვლება, რომ ოჯახი სწორედ 23-27 წლამდე ასაკში უნდა შეიქმნას.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ოჯახები ყველაზე მყარია. ასევე, მიღებული სტერეოტიპია, რომ თანამედროვე ქალები ძალიან სექსუალურები არიან და ამ სფეროში განსაკუთრებითაც ინტერესდებიან. არც ეს აღმოჩნდა მართალი.სინამდვილეში მათი დედები და ბებიები ამ სფეროთი უფრო დაინტერესებულები იყვნენ, რასაც ძალიან მარტივი ახსნა აქვს.
თანამედროვე ქალები დღეს ხშირად მარტოხელები არიან და უპირატესობას სამსახურს და კარიერას ანიჭებენ. მათთვის სექსი და ოჯახი მეორე ადგილზეა. ეს მოსაზრებაც დანიელი მეცნიერების დამტკიცებულია.
ამჟამად ჩვენი პლანეტის ნახევარზე მეტი ქალი სწორედ ასე ფიქრობს. რამდენიმე წლის წინათ გავრცელებული აზრი იყო, რომ მსოფლიოში ქალი უფრო მეტია რაოდენობრივად და თან ეს სხვაობა საკმაოდ დიდი იყო. დღეს მდგომარეობა შეიცვალა. ახლა ერთ გოგონაზე ექვსი ბიჭი მოდის. მეცნიერების გათვლით, მალე მთელს მსოფლიოში ისეთი სიტუაცია შეიქმნება, როგორც ახლა ჩინეთშია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ქალების რიცხვი და შობადობა საგრძნობლად შემცირდა.












